საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1168-მე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.
„გუშინ იყო 1160 დადასტურებულიშემთხვევა, დაემატა რვა ახალი და ამჟამად გახლავთ 1168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ხუთით გაიზარდა და გახდა 940. რვა შემთხვევიდან ხუთი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გაჩიანია, კიდევ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.