აფხაზეთში COVID-19-ის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა. “კოვიდ19”-ზე 91 ადამიანი გამოიკვლიეს და ვირუსული ინფექცია ათ მათგანს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული.