რა შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს წვევამდელი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით?!

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კანონი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს რიგ შემთხვევებში სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას აძლევს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება სამ საკითხზე შედგა, კერძოდ: წვევამდელი, რომელიც ერთხელ უკვე ისარგებლებს სამხედრო სამსახურის გადავადებით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს, ვეღარ ისარგებლებს მეორედ გადავადებით, თუ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებს; აპლიკანტს, რომელიც დარეგისტრირდება გამოცდებზე, ექნება სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება, თუმცა, ეს უფლება მათ ექნებათ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს; თუ პირი სამხედრო ვალდებულებას უკვე იხდის და პარალელურად ისარგებლებს უფლებით და ჩააბარებს პროფესიულ სასწავლებელში, მას გადავადების უფლება არ მიეცემა და სამხედრო სამსახურის დასრულება მოუწევს.

ცნობისათვის, კანონპროექტის ინიცირებული ვერსიით, აღნიშნული დათქმები გათვალისწინებული არ იყო. კერძოდ, ინიცირებული ვერსიის თანახმად, სამხედრო სამსახურის გადავადებით შეეძლო ესარგებლა აპლიკანტს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე