გარდაბანში გამოკვლეული 196 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

გარდაბანში გამოკვლეული196 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია.  როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

ამასთან, გარდაბანში ელოდებიან 25 პირის საკვლევი მასალის პასუხებს, რომლებიც კორონავირუსის ბოლოს დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები არიან.

ცნობისთვის, გარდაბანში კორონავრუსის 56 შემთხვევაა დადასტურებული,საიდანაც 36 სოფელ ყარაჯალარს უკავშირდება.