გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი კვლევა გრძელდება. ქვემო ქართლში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ დროისთვის მასობრივი ტესტირების ჩასატარებლად ეპიდემიოლოგების 4 ჯგუფი მუშაობს.
მისივე თქმით, ამ დრომდე 250-ზე მეტი ადამიანი დაიტესტა.
“აღთაკლიასა და გამარჯვებაში, რომელიც ბოლო დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებზე მუშაობენ ეპიდემიოლოგების ერთი ჯგუფი, ხოლო ყარაჯალარში სამი ჯგუფი მუშაობს და მუშაობენ მასიური ტესტირების ფარგლებში. ჩემი ბოლო ინფორმაციით უკვე დატესტილია 250-ზე ცოტა მეტი ადამიანი, თუმცა ტესტირების პროცესი ამ წუთასაც გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ კარგი შედეგი დაიდება დღევანდელ დღეს”,-განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ქვემო ქართლში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გარდაბანში დადასტურებულ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევა სოფელ აღთაკლიაში დაფიქსირდა. მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.