რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 5 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 5 პაციენტის ტესტის პასუხი  ცნობილია. კოვიდ-19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ  TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

 ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისათვის ცხელების ცენტრში 3 პაციენტია მოთავსებული. ექიმის ცნობით, ყველა მათგანი რუსთაველია და ცხელების სიმპტომით სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან არიან გადაყვანილი.

ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აუღეს. ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან და პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.