საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 943 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 821 გახდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.