თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რომელიც ევაკუატორს გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრე- მაშველებმა უზრუნველყვეს.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.