9 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს 07:00-დან 07:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, გურამიშვილის, თავგორაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 10:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო, ენიკენდი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ვაზიანი, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 15:30 გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კალინინო და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.