მე-7 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არსებულ ხის ნივთებს გაუჩნდა. ადგილზე მცირე დაკვამლიანებაა.
ტერიტორია , მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.