საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

მე-7 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი  კორპუსის სადარბაზოში არსებულ ხის ნივთებს გაუჩნდა. ადგილზე მცირე დაკვამლიანებაა.

ტერიტორია , მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. 

ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.