„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 30-07-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 196 პირის ტესტის პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა – ჯამში გარდაბანში კოვიდ19-ის 56 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა -პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს. 

ჩაიტარებენ თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას მისი არსებობის შემთხვევაში და მიმართავენ თუ არა პრევენციის ამ გზას მოქალაქეები -“ღია ეთერის” გამოკითხვა. 

გადაცემის სტუმრები – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი ცისანა ხუნდაძე და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი.