გორში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ლომჭაბუკის სკვერთან მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოქალაქე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექპლუატაციის წესის დარღვევას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.