საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რომელიც ევაკუატორს გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

 ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრე- მაშველებმა უზრუნველყვეს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.