ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბორჯომში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და საავტომობილო გზის მონაკვეთზე ,ხევში გადავარდა. 

ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა,დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით ,გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.