გარდაბანში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

გარდაბანში  კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა. კოვიდ 19″-ისგან განკურნებულთა რიცხვი გარდაბანში 7-მდე გაიზარდა. -ამის შესახებ Tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

როგორც მარინა გოგოლაძემ აღნიშნა, გარდაბნიდან ლუგარში ხუთი პირის საკვლევი მასალაა გადაგზავნილი,რომელთა პასუხებს ცენტრი ელოდება. 

ჯამში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული.