აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობაზე თანხმობა გამოაცხადა.
რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა სწორედ ტრამპის ოფიციალური თანხმობით დასრულდა . ფორუმის დასკვნით დღეს, 27 აგვისტოს ,დონალდ ტრამპმა თანაპარტიელებს თეთრი სახლის ტერიტორიიდან მიმართა და ძირითადად, სამ თემაზე ილაპარაკა – მისი ადმინისტრაციის წარმატებებზე, ამერიკის მომავალსა და საფრთხეზე, რომელსაც ქვეყანას პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი უქმნის.
დონალდ ტრამპის გამოსვლას 1 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
ცნობისთვის,დაახლოებით ერთი კვირით ადრე ჩატარდა დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.