ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროგრამა იზრდება

სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას ზრდის.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ყველა მოქალაქეს,რომელიც ონკოლოგიური პაციენტია, მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შესაძლებლობა ექნება. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემურ საკითხად რჩება  და სახელმწიფო პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გაზრდის.

მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსიმვნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამის 8 ათასი ლარით გაზრდის შესახებ. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე.

დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.