რუსთავში გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, დიდების ხეივანში, კიდევ ერთი მონუმენტი ეწყობა, რომელიც ავღანეთსა და ერაყში დაღუპულ ქართველ მეომრებს მიეძღვნება.
როგორც მონუმენტის ავტორმა Tv4-ს განუცხადა,ქანდაკების ცენტრალურ ნაწილს გახეთქილი დედამიწის ფორმა აქვს, რომლის ძირითადი იდეა ტერორისტების მიერ დანაწევრებული სამყაროს წარმოჩენაა. ამასთან,შუა ნაწილში განთავსებული მეომრის ჩაფხუტი, ავტომატი და ჩექმები ომში დაღუპული სამხედროების პატივისცემას გამოხატავს.
ვალერი ჯიქიას განცხადებით, მონუმენტზე დატანილი იქნება ქვა, რომელშიც დაღუპული მეომრების სახელობის ჟეტონები მოთავსდება.
“ამ კომპოზიციის გაგრძელება გახეთქილი დედამიწიდან გამოვარდნილი გეომეტრიული სხეულები იქნება, რომელიც სკამებად აღიქმება და რომელიც ემოციურ დრამატულ ფონს შეინარჩუნებს,” – აცხადებს ვალერი ჯიქია.
რუსთაველი მოქანდაკე ძეგლზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა .ინიციატორ-დამფინანსებლები ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩანადირი და მისი მეგობარი სამხედრო პირები არიან.
ცნობისთვის, მონუმენტი დასრულებულ სახეს სკვერის რეაბილიტაციის შემდგომ მიიღებს.