საოკუპაციო ზონაში ,სოფელ ტახტრისძირიდან რუსმა ოკუპანტებმა გუშინ საღამოს, სოფლის განაპირა ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გაიტაცეს. ოკუპანტებმა ის დღეს დილითვე გაათავისუფლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მავთულხლართებს მიღმა ექცევა კიდევ 5 ჰექტარი მიწის ფართობი. მანამდე კი მარტში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს კიდევ 15 ჰექტარი ტერიტორია.