საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 18:05 საათზე, თიანეთიდან 30 კილომეტრში, სოფელ ახადთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.