დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის

ამერიკის კოსმოსური სააგენტო „ნასა“-ს ერთ-ერთი განყოფილების ინფორმაციით, ორ ნოემბერს დედამიწას ასტეროიდი მინიმალურად დაშორებულ მანძილზე ჩაუვლის. 

“ნასა”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასტეროიდი „2018 VP1“  2  ნოემბერს დედამიწას 384 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.  სააგენტოში აღნიშნეს, რომ ასტეროიდის ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შესვლის ალბათობა  0.41%-ია.

ცნობისთვის, აღნიშნული ასტეროიდი 2018 წლის 3 ნოემბერს აღმოაჩინეს, ის „აპოლონების“ ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც დედამიწის ორბიტას კვეთენ.