სამართალდამცავებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. უწყების ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან ოთხი დღის წინ დილით ადრე გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.