რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის  ცნობით, სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ ,ორი პაციენტი იყო მოთავსებული,რომლებსაც “კოვიდ 19″ არ დაუდასტურდათ. 

 დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 2 ახალი პაციენტია მოთავსებული.ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან . პასუხები “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.