14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს- ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  14 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შულავერი, იალღუჯის ტერიტორია, კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის ქარხანა, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, გამსახურდიას, ტაბიძის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჭივჭავი, ჯვარა, ჯიგრაშენი, იფნარა, სამშვილდე, ლიპა და მიმდებარე სოფლებში, 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, მუხროვანი, სააკაძე, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.