პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს 17 წლის ჩათვლით მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.
პრემიერის თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება სასწავლო წლის დაწყებისას გაიცემა.
„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლის ჩათვლით ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს.
მისივე თქმით, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვთ და ამავე დროს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ.
ამასთან, ყველა სტუდენტი, რომელსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვს და ამავდროულად, სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადუხდელობის გამო შეუჩერდათ, მათაც სახელმწიფო ერთი წლის, 2020-2021 წლის საფასურს დაუკომპენსირებს.
ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.