ბათუმი არ ჩაიკეტება და არც საკარანტინო ზონები გამოცხადდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ეპიდსიტუაცია რთულია, სპეციალურ საკარანტინო ზომები და ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. რა თქმა უნდა ბათუმი არ ჩაიკეტება და არც საკარანტინე ზონები გამოცხადდება მიუხედავად იმისა, რომ 22 შემთხვევა გვაქვს”, — ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  მცირე ეპიდაფეთქების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, არამედ ქალაქში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

 

„ვინაიდან ბათუმში დაფიქსირდა მცირე ეპიდაფეთქება, არ ნიშნავს რომ ბათუმი ჩაიკეტება, არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ბათუმში ჩველებრივი ცხოვრება გაგრძელდება. ბათუმში დაიწყება გაფართოებული ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა. ხუთი პოლიკლინიკა იწყებს ამბულატორიულ ტესტირებებს. ბათუმში სამი ლაბორატორია მუშაობს და 1600-1800 ტესტის გაკეთების საშუალებაა ყოველდღიურად. თუ საჭირო გახდება, მიემატება იმიერეთისა და სამგრელოს შესაბამისი სამსახურები. გაფართოებულ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.