ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისის რესურსების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებმა, ივანე ერისთავმა და ლაზარე გობეჯიშვილმა საზოგადოებას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
„ბოლნისის რესურსების რუკა“ მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ ტურისტულ საინფორმაციო პლატფორმას წარმოადგენს , რომელიც რეგიონით დაინტერესებულ ადამიანებსა და სხვადასხვა ჯგუფს მათთვის საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის.
„ ვფიქრობ, საინფორმაციო პლატფორმა „ბოლნისის რესურსების რუკა“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაგვეხმარება ბოლნისის მუნიციპალიტეტი მეტად ცნობადი და ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ. რაც მთავარია, ეს პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა მიმართულებით, მუნიციპალიტეტის რესურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, რაც პროექტს კიდევ უფრო მეტად ღირებულს ხდის.“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
პრეზენტაციას მოქალაქეები, ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები დაესწრნენ.