17 სექტემბრის ეპიდვითარება ქვემო ქართლში

ბოლნისში კორონავირუსზე მეხანძრე-მაშველებს იკვლევენ. როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა TV4-ს განუცხადა, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, ტესტირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლებს, კლინიკის ბენეფიციარებს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს უტარდებათ. 

მისივე ცნობით, ბოლნისში “კოვიდ 19″-ის ახალი შემთხვევა ივნისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ჯამში მუნიციპალიტეტში ვირუსულ ინფექციაზე 5 000-მდე პირი გამოიკვლიეს. 

რაც შეეხება ეპიდვითარებას გარდაბანში – 28 გამოკვლეული პირიდან  ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები, ამ დროისთვის, გარდაბანში  სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გეგმიურად იკვლევენ. 

კორონავირუსი არ დაუდასტურდა რუსთავის ცხელების ცენტრის ოთხ პაციენტს, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება კიდევ ექვსი პირი, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ. ცნობისთვის, დღეს რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორივე შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გეგმიური ეპიდკვლევები მიმდინარეობს მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.