ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ზონის სტატუსს ?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ინციდენტობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 000 კაცზე  2,3 მეათედს შეადგენს, ე.წ. ზღურბლი კი ხუთამდეა.

გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კვლავ უსაფრთხო, ანუ მწვანე ზონაშია. მისივე  განმარტებით, განსხვავებული მონაცემია აჭარაში, სადაც ორი კვირის განმავლობაში საშუალო ინციდენტობა დაახლოებით 14-ის ფარგლებშია.

” ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის ისევ და ისევ უსაფრთხო, ანუ მწვანე ზონაში, მაგრამ რეგიონალური მაჩვენებლები ცოტა სხვა გვაქვს. აჭარაში ეს გაცილებით მაღალია, სადღაც 14-ის ფარგლებში გვაქვს ორი კვირის განმავლობაში საშუალო ინციდენტობა.

ამიტომაც, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება და ღონისძიება ტარდება აჭარის რეგიონში, რომ ინფექცია არ იქნას გატანილი აქედან, მინიმიზაცია გავაკეთოთ უკვე სხვა რეგიონებში ინფექციის ექსპორტის, ბათუმში მოვახდინოთ ლოკალიზება (ძირითადად მაინც ბათუმია) ინფექციისა და გავწყვიტოთ ე.წ.  გადაცემის ჯაჭვი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ ეპიდაფეთქების კუპირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ