კორონავირუსი : 196 ახალი შემთხვევა, 13 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
 
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა. 
19 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 13 473 ტესტი ჩატარდა.