დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ ვაქცინა უკვე შეუკვეთა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგე ისაუბრა.
“უკვე 31-ში გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია ვაქცინების გლობალურ ალიანსში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეკვეთილია მოსახლეობის 20 პროცენტის მოცვით, დაახლოებით 700 000 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა”, — განაცხადა გამყრელიძემ.
2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევებიდან კი 5 პირის წყარო უცნობია.
ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 548-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 270 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 6 059 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტია.