რუსთავში “სრულიად საქართველოს ეროვნულმა მოძრაობა 2017”-მა და ეროვნული ტრადიციების აღდგენის ფონდმა მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნული მოძრაობის წევრები ხელისუფლებისგან ითხოვენ იალღუჯის მთაზე 3 ჰექტარი მიწის გამოყოფას, სადაც გეგმავენ სალოცავის, ქორწინების სახლისა და ქვემო ქართლის ღირსეული მამულიშვილებისათვის პანთეონის განთავსებას.