ჩოხატაურში სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე თქმით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი.