ჰქონდა თუ არა “ავერსის” კლინიკის კოვიდინფიცირებულ ექიმს დაინფიცირების შემდეგ რუსთავთან შეხება?!

რუსთავის “ავერსის” კლინიკის  კოვიდინფიციფრებული ექიმის დაინფიცირება რუსთავში არ მომხდარა – ამის შესახებ TV4-ს “ავერსის” კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ცნობით, კოვიდინფიცირებული ექიმი რუსთავის “ავერსის” კლინიკაში წინა ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა და ის აჭარაში დაინფიცირდა. მათივე თქმით, კოვიდინფიცირებულ პირს რუსთავის “ავერსის” კლინიკის სამედიცინო პერსონალთან კონტაქტი არ ჰქონია.

როგორც კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, კოვიდინფიიცრებულპირს საეჭვო სიმპტომები კონფერენციაზე გამოუვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვენული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული პირი  კოვიდინფიცირებული პაციენტის კონტაქტი იყო, რის გამოც მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, ჩაქვში არსებულ  სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკა “ავერსის” რუსთავის ფილიალის ექიმია. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა TV4-ს განუცხადა, კოვიდინფიციფრებულ ექიმთან კონტაქტში მყოფილი 8 პირი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.