რუსთავის “ავერსის” კლინიკის  კოვიდინფიციფრებული ექიმის ყველა კონტაქტი მოძიებულია

რუსთავის “ავერსის” კლინიკის  კოვიდინფიციფრებული ექიმის ყველა კონტაქტი მოძიებულია. ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსით ინფიცირებული პირის რვა კონტაქტი მოიძიეს,რომლებიც პროტოკოლის თანახმად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან

შეგახსენებთ, ჩაქვში არსებულ  სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკა “ავერსის” რუსთავის ფილიალის ექიმია.