“ავერსის” კლინიკის რუსთავის ფილიალის თანამშრომლები კარანტინში იმყოფებიან

“ავერსის” კლინიკის რუსთავის ფილიალის თანამშრომლები კარანტინში იმყოფებიან. როგორც “ავერსის” კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს, რუსთავის “ავერსის” ფილიალიდან აჭარაში ექსკურსიაზე მყოფი ექიმები ,რომლებსაც შეხება ჰქონდათ, ჩაქვში, კონფერენციაზე ინფიცირებულ ექიმთან, კარანტინში იმყოფებიან. 

გუშინ ცნობილი გახდა,რომ ჩაქვში ,ერთ-ერთ სასტუმროში მიმდინარე კონფერენციაზე კორონავირუსი “ავერსის” რუსთავის ფილიალის ექიმს დაუდასტურდა. ის კონფერენციამდე  აჭარაში,  ექსკურსიაზე, სწორედ რუსთავის  ფილიალის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.