ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ავერსის ქსელის კლინიკა საყურადღებოა

 საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსით ინფიცირებულ “ნავნეს”  რუსთაველ  თანამშრომელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაღაზიათა ქსელთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. 

“მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ჩვენთვის დღესდღეობით საყურადღებო არის ავერსის ქსელის კლინიკა”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ამასთან, გუშინ “TV4-თვის” ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფი ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკა “ავერსის” რუსთავის ფილიალის ექიმია.  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება „ავერსის“ კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელს უტარდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავშირებული და აღნიშნულ კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით „ავერსის“ კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას და ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მინისტრის განცხადებით, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დღესდღეობით საყურადღებოა „ავერსის“ კლინიკა.

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა.