საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 24-ე პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 18 აგვისტოს შემდეგ მკურნალობდა და 3 სექტემბრის შემდეგ, ტესტირების შედეგად, კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, მძიმე თანმხლები დაავადებების გამო, 70 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია გარდაცვლილი.