რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. TV4-ის ინფომრაციით პაატა პაპელიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ, დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს პაპელიშვილი საქმიანობას. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია.
ცნობისთვის, პაპელიშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.