ცხელების ცენტრში მოთავსებულ 51 წლის რუსთაველ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტვ4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობის მიზნით, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ცენტრში აცხადებენ, გუშინ კორონავირუსზე ცენტრის სულ 9 პაციენტი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსული ინფექცია ერთს დაუდასტურდა.