ცხელების ცენტრის პაციენტების პასუხები “კოვიდ 19”-ზე ცნობილია 

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ტესტის პასუხი ყველა პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა. მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

ექიმის ცნობით, ამ დროისთვის ცენტრში 4 ადამიანია მოთავებული. ოთხივე მათგანი რუსთაველია. როგორც მაია რაზმაძემ აღნიშნა, პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა მომატებული ტემპერატურის სიმპტომატიკით ბინიდან ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

რუსთავის ცხელების ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში კოვიდ19 უკვე აუღეს. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.