საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 695 შემთხვევაა დადასტურებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან , ყველაზე მეტი, 92 აჭარას უკავშირდება.
„დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი -53, თბილისი -31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა მთიანეთი – ერთი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, 40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ინფიცირებულთა 42 პროცენტი შეადგინა.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.