“ქართული ოცნება” საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას 10 სექტემბერს 20:00 საათზე გამართავს.

პრეზენტაციაზე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატების ვინაობაც გახდება ცნობილი.

ინფორმაციისთვის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია ისე დააკომპლექტონ, რომ ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის.