ქვემო ქართლში  საჯარო და კერძო სკოლები მოწმდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვემო ქართლში  საჯარო და კერძო სკოლების შემოწმება მიმდინარეობს. 

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა განაცხადა, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებს სასწავლო პროცესის დაწყების უფლება არ მიეცემა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვემო ქართლის რეგიონში ამოწმებს სკოლებს “კოვიდ19”-ის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შესობამისობასთან დაკავშირებით.

ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმ შემთხვევაში თუ სკოლა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს ეძლევა პერიოდი გამოსასწორებლად. როგორც ჩვენთვის ცნობილია სკოლა ვერ განაახლებს იმ დრომდე სასწავლო პროცესს, სანამ ყველა რეკომენდაცია არ იქნება დაკმაყოფილებული,” – განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

შემოწმების პროცესში შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული.