გარდაბნის მერმა სოფელ სააკაძეში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა სოფელ სააკაძეში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოფელში ბაღის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. სამუშაოებს კომპანია “პარმაღი” ახორციელებს. აშენდება ბაღის შენობა, მოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

 

როგორც რამაზ ბუდაღაშვილმა ტვ4-ს განუცხადა, სოფელ სააკაძეში საბავშო ბაღი მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ტვ4-თან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ წლებია, რაც სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, რის გამოც შვილები სკოლამდელი განათლების მისაღებად საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით მდებარე მომიჯნავე სოფლებსა და ქალაქებში დაჰყავთ.

ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 667 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.