მარნეულში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,საინფორმაციო ფლაერები გაავრცელეს

მარნეულში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,საინფორმაციო ფლაერები გაავრცელეს.

ჯანმრთელობს მსოფლიო ორგანიზაცია, USAID-თან ერთად, საქართველოს ორ რეგიონში ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ახორციელებს სპეც პროგრამას, რომლის მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, მერის წარმომადგენლების ჩართულობით, გავრცელდება საინფომრაციო ფლაერები – ერთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე;

ამასთან, მათვე ცნობით,  საინფორმაციო ბილბორდები განთავსდება ორივე რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში. მომზადდება აზერბაიჯანულ ენაზე სოციალური კლიპი, სადაც რეგიონის ცნობილი ადამიანები მოსახლეობას  უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ასევე ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის, სადაც მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და როგორ გაავრცელონ ინფორმაცია.