მკვლელობა დუშეთში. სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც ძალადობრივ ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული. როგოგრც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდო, დამნაშავის ძველ დანაშაულებს პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიძება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე დაკავებული. როგორც პრესცენტრში ამბობენ, მიმდინარეობს საგამოძიებლო მოქმედებები.