თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს

 ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობაში მყოფი პირის ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით,  თავდამსხმელი ნახევარ მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშწორებით მიტანას ითხოვს. ასევე, თავდამსხმელი თანხის მიტანის შემდეგ, შენობის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას მოითხოვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ოთახში, შეიარაღებულ თავმდამსხმელთან ერთად, 19 პირი იმყოფება.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.

 თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყვათ, რომლებსაც არ უშვებენ.  ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.