ნორიო-მარტყოფის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა.
სამშნებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მუღანლოს ცენტრალურ გზაზეც. პროექტის თანახმად, 4 კილომეტრიან გზაზე ასფალტის საფარი ეწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 195 277 ლარით ფინანსდება.
საავტომობილო გზა ექსპლუატაციაში, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ შევა. აღნიშნულ ლოკაციებზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე, არასოდეს ყოფილა.